ესპანურმა „ბარსელონამ“ მთავარ მწვრთნელად გუნდის ერთ-ერთი ლეგენდა ჩავი უკვე დაიბევა. ფანებს სჯერათ, რომ ჩავი, რომელიც ფეხბურთელობისას მოედანზე მწვრთნელის მარჯვენა ხელი იყო, მწვრთნელობაში კრუიფის და გვარდიოლას ღირსეული მემკვიდრე გახდება. ახლა „ბარსელონას“ სხვა პრობლემა აქვს – სასწრაფოდ გასაძლიერებელია თავდასხმის ხაზი. კლუბის დირექტორი მატეუ ალემანი უკვე ორჯერ ჩაფრინდა მანჩესტერში. მისი სამიზნე „სიტიდან“ რაჰიმ სტერლინგი და „მანჩესტერიდან“ ედინსონ კავანი არიან. ორივე გუნდში მძაფრი კონკურენციის გამო ამ ფეხბურთელებს ძირითად შემადგენლობაში ადგილი არ აქვთ გარანტირებული და ალემანის კოზირიც ეს იქნება. მეორე მხრივ, „ბარსა“ ის გუნდია, რომლის შეთავაზებაზე უარის თქმაც ნებისმიერ ფეხბურთელს გაუჭირდება.

წილი
წინა სტატიაქერის ორმოში ედი ჰოუი ჩავარდა
შემდეგი სტატიაჯაბამ ბაქო მოიგო
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".