ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩში მადრიდის „რეალმა“ 2:1 დაამარცხა დონეცკის „შახტარი“. გამარჯვებულთაგან ორივე გოლი ქარიმ ბენზემამ გაიტანა, რომელთაგან პირველი, ჩემპიონთა ლიგაში მადრიდული კლუბისთვის მე-1000 აღმოჩნდა.
ამ ნიშნულისთვის აქამდე არცერთ გუნდს მიუღწევია. „სამეფო კლუბთან“ ყველაზე ახლოს მიუნხენის „ბაიერნია“ – 768.
„რეალს“ სხვა რეკორდებიც აქვს:
ჩემპიონთა ლიგის 13 ტიტული („მილანი“ – 7)
455 მატჩი ჩემპიონთა ლიგაში („ბაიერნი“ – 366)
270 მოგება ჩემპიონთა ლიგაში („ბაიერნი“ – 218)
ასევე, „რეალი“ ერთადერთი კლუბია, რომელმაც ზედიზედ 5-ჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი, ხოლო ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ 3-ჯერ.