ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში მიუნხენის “ბაიერნმა” ლისაბონის “ბენფიკა” 5:2 გაანადგურა.

აბა, გამოიცანით, ვინ შეასრულა ჰეთ-თრიქი? რა თქმა უნდა, ლევანდოვსკიმ, რომელსაც თითო გოლით გნაბრი და სანე “წაეხმარნენ”.

ჯამურად ამ ოთხ შეხვედრაში გერმანელებმა 17 გოლი გაიტანეს და საკუთარ კარში მხოლოდ 2 მიიღეს. ამით “ბაიერნმა” ფრანგული პსჟ-ის რეკორდი გაიმეორა.

პარიზელებმა სალიგო ოთხ შეხვედრაში 17 გოლი 2017/2018 წლების სეზონში გაიტანეს. გუშინდელი გამარჯვებით გერმანულმა კლუბმა ვადამდე გაინაღდა ფლეი-ოფის საგზური.