შეიძლება იყოს 2 ადამიანი, ადამიანები თამაშობენ ფეხცურთს და ბალახი-(ი)ს გამოსახულება32-ე ტურის მატჩებს სატურნირო ცხრილში საგრძნობი ცვლილებები არ შეუტანია. ჩემპიონობის ორივე მთავარმა კანდიდატმა, „დინამომ“ და „ბათუმმა,“ ერთნაირი ანგარიშით – 4:0 გაიმარჯვეს და მათ შორის ქულათა სხვაობა ისევ ოთხია ზღვისპირელთა სასარგებლოდ.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბათუმელები კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ჩემპიონობას. სეზონის დამთავრებამდე ხომ სულ რაღაც ოთხი ტური დარჩა.

„დინამომ“ კვირას უმასპინძლა „თელავს“ და დამაჯერებლად მოიგო. ზორან მარუშიჩმა თავისი მე-14 ბურთი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნულად გალიდერდა.

უკვე წამატებულ წუთებზე კი, ყოფილმა თელაველმა, გიორგი მოისწრაფიშვილმა, მარუშიჩთან საჯარიმოში კედელი გაითამაშა და მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო. ეფექტური გოლი გამოდგა. თითოც მილან რადინმა და ლევან ხარაბაძემ გაიტანეს.

დინამოელებს არც ბთუმელები ჩამორჩნენ, უკვე ორშაბათს, „საბურთალო“ იმავე ანგარიშით დაამარცხეს. მასპინძლებმა აშკარად აჯობეს თბილისელ სტუმრებს. დუბლი მიითვალა კაპიტანმა მამუკა კობახიძემ, თითოჯერ თავი ვლადიმერ მამუჩაშვილმა (პენალტით) და თორნიკე გაფრინდაშვილმა გამოიჩინეს.

შეიძლება იყოს 3 ადამიანი-(ი)ს გამოსახულებამაგარი თამაში გამოვიდა საგურამოში, სადაც მესამე ადგილისთვის მებრძოლი „ლოკომოტივი“ გასავარდნად განწირულ „სამტრედიას“ მასპინძლობდა. ლერი მეგენეიშვილის გუნდს მდგომარეობის ოდნავ გამოსწორების შანსი მიეცა, როცა 1:0-ის შემდეგ გიორგი გადრანმა სტუმები დააწნაურა (ჯერ სერბმა სტრაჰინია პავეშიჩმა გაათანაბრა), მაგრამ თამაშის ბოლოს „რკინიგზელები“ შეუჩერებელნი იყვნენ. ჯამში ირაკლი სიხარულძემ და გიორგი დიასამიძემ დუბლი მიითვალეს და გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა 4:2 მოიგო.

„ტორპედომ“ შინ „დილასთან“ 0:3 წააგო და ამას ქუთაისელთა მთავარი მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის გუნდიდან გათავისუფლება მოჰყვა, „ტორპედოს“ ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი წერს: „ქუთაისის “ტორპედოს” მიერ ბოლო პერიოდში ნაჩვენები შედეგებისა და დღეის მდგომარეობით არსებული სატურნირო ვითარების გათვალისწინებით, კლუბის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, შეეწყვიტა  თანამშრომლობა კახაბერ  ჩხეტიანთან.

ტორპედო 0:3 დილა

0:1 გაგნიძე (55), 0:2 მადინგა (78), 0:3 ბიძინაშვილი (90+2)

გაძევება: ჭიჭინაძე (90+4) – დილა

დინამო 4:0 თელავი

1:0 რადინი (41), 2:0 ხარაბაძე (72), 3:0 მარუშიჩი (90), 4:0 მოისწრაფიშვილი (90+2)

სამგურალი 0:0 შუქურა

ლოკომოტივი 4:2 სამტრედია

1:0 სიხარულიძე (23), 1:1 პავიშიჩი (39), 1:2 გადრანი (56), 2:2 სიხარულიძე (71), 3:2, 4:2 დიასამიძე (72, 80)

ბათუმი 4:0 საბურთალო

1:0 მამუჩაშვილი (13 პენ), 2:0, 3:0 კობახიძე (39, 57), 4:0 გაფრინდაშვილი (87)

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
ბათუმი362112373:2775
დინამო36217859:2870
დილა361710948:3561
საბურთალო361512952:4057
ლოკომოტივი361581357:5953
თელავი361281635:5344
სამგურალი369141334:4641
ტორპედო369131438:4440
შუქურა365121928:4927
სამტრედია36562533:7621

მეგოლეები: ზორან მარუშიჩი (დინამო) – 14, გიორგი ფანცულაია (ბათუმი) – 13, ჯაბა ჯიღაური (ბათუმი), ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი) – 12, სერგო კუხიანიძე (სამგურალი) – 11