See the source image„პარი სენ ჟერმენმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 3 ნოემბერს გერმანულ „ლაიფციგთან“ გასამართი მატჩისთვის გაფართოებული განაცხადი გაასაჯაროვა. განაცხადში ვერ მოხვდა ლეო მესი.

ოფიციალური ვერსიით, 34 წლის არგენტინელმა „ლილთან“ შეხვედრაში (2:1) სერიოზული დისკომფორტი განიცადა და მაურიციო პოჩეტინომ გართულების თავიდან აცილების მიზნით შეცვალა.

ამას გარდა, ლეოს მუხლთან დაკავშირებული მცირე პრობლემა აქვს, რის გამოც გუშინ ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა.

ლეო მესის გარდა „ლაიფციგთან“ მატჩში პსჟ-ს ვერ დაეხმარებიან მარკო ვერატი და ლეანდრო პარედესი. ისევ არ იქნება სერხიო რამოსი, რომელსაც პერმანენტული ტრავმების გამო ჯერ პსჟ-ში დებიუტიც არ ჰქონია.