No description available.ავტორიტეტულმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემა „მიდი ოლიმპიკმა“ ტოპ 14-ის მორიგი ტურის ტრადიციული სიმბოლური ნაკრები შეადგინა. გამოცემის ექსპერტების რჩეულთა შორის ბირჯღალოსანი ამ ჯერზეც მოხვდა. მე-9 ტურის საუკეთესოთა თხუთმეტეულში მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე „კასტრისა“ და საქართველოს ნაკრების ფორვარდი ლევან ჩილაჩავა გამწესდა.

„ბრივთან“ 23:22 მოგებული შეხვედრის 28-ე წუთზე 30 წლის ქართველმა გუნდის შეტევა ლელოთი დაარულა. აღსანიშნავია, რომ ტრავმის მერე მწყობრში ჩამდგარმა ჩილაჩავამ მიმდინარე სეზონში პირველად დაიწყო მატჩი „კასტრის“ სასტარტო შემადგენლობაში. შედეგი – ლელო და ტურის სიმბოლური. ესაა გზავნილი „კასტრისა“ და ბორჯღალოსნების ხელმძღვანელებს – მაღალკვალიფიციური ბურჯი ჩვეულ ფორმას იბრუნებს.