Month: November 2021

Home 2021 November
როცა მოგვიხმობს პარტია…
Post

როცა მოგვიხმობს პარტია…

ვიქტორ სანიკიძემ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა მოინდომა. მისი ამ სურვილის შესახებ, არჩევნებამდე 11 დღით ადრე შევიტყეთ. ვიქტორ სანიკიძე კალათბურთის კაცია და თითქოს რა გასაკვირი უნდა იყოს, ასეთი სურვილის გაჩენა. ქართული კალათბურთის უახლეს ისტორიაში ვიქტორის დამსახურებებზე კამათი უაზრობაა. მაგრამ აქ კალათბურთელ ვიქტორ სანიკიძეზე არ ვლაპარაკობთ. ფედერაციის პრეზიდენტობა პოლიტიკოსმა ვიქტორ სანიკიძემ გადაწყვიტა – მმარათველი პარტიის რიგებიდან საქართველოს პარლამენტის...

მეოთხე მარცხი
Post

მეოთხე მარცხი

თბილისის „დინამოს“ წყალბურთელთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მეოთხე მარცხი იგემა. ჩვენი გუნდი ამჯერად შინ, ჯგუფის ლიდერ იტალიურ „ბრეშას“ დაუხვდა და 11:19 წააგო. იტალიური გუნდი ლიგის მოგების ერთ-ერთი ფავორიტია, ამიტომ გასაკვირიც არ არის, რომ იოლად მოიგო. თუმცა, რიგ მომენტებში „დინამომ“ მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია. მართალია, ოთხივე მეოთხედი „ბრეშამ“ მოიგო, მაგრამ განსაკუთრებული უპირატესობა არცერთში არ ჰქონია. მარტივად,...

მამარდაშვილი თასისთვის ემზადება
Post

მამარდაშვილი თასისთვის ემზადება

„ვალენსიას“ მწვრთნელს ხოსე ბორდალასს საქმე ასარჩევად აქვს. „ღამურები“ ხუთშაბათს, 2 დეკემბერს, ესპანეთის სამეფო თასზე სტუმრად თამაშობენ „უტრილასთან“. ეს გახლავთ 1/64 ფინალის შეხვედრა, რომელშიც ვალენსიელთა თავკაცი მოედანზე სათადარიგო შემადგენლობის გაყვანას აპირებს. ბორდალასის ასეთ გადაწყვეტილებას ორი გამართლება აქვს: ნაკლებად დატვირთული ფეხბურთელები პრაქტიკას მიიღებენ და ძირითადის ხალხი დაისვენებს. მაგრამ, არის ერთი საკითხი, რომელზეც მწვრთნელი ალბათ ყველაზე მეტს იფიქრებს:...

კრიშტიანუ, იყიდე ბოქლომი
Post

კრიშტიანუ, იყიდე ბოქლომი

კრიშტიანუ რონალდუს შეიძლება „მანჩესტერ იუნაიტედის“ ბაზაზე თავისი მდიდრული მანქანებით მისვლა აუკრძალონ. პორტუგალიელის ავტოპარკი ჯამში 17 მილიონ გირვანქად არის შეფასებული. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ პრობლემა შეიძლება მანკუნიანელთა ახალმა მწვრთნელმა, 63 წლის რალფ რანგნიკმა შექმნას. ცნობილია, რომ როდესაც რანგნიკი „ლაიფციგში“ მუშაობდა, ფეხბურთელებს მხოლოდ სპონსორი ფირმის ავტომობილებით გადაადგილებას აიძულებდა. ამრიგად, თუ წესრიგის მოყვარული რანგნიკი ლაიფციგურ წესს „იუნაიტედშიც“...

ვეტერანები ერთმანეთს მისდგნენ
Post

ვეტერანები ერთმანეთს მისდგნენ

ინგლისში ერთმანეთს ვეტერანებმა შეუტიეს. ჯეიმი კარაგერი და რიო ფერდინანდი ნაკრებში თანაგუნდელები იყვნენ, მაგრამ „სიბერეში“ ერთმანეთზე მწარეების ლაპარაკი დაიწყეს. ჯერ ფერდინანდმა თქვა კარაგერზე აუგი, მერე კი კარაგერმა უპასუხა. ყველაფერი კარაგერის და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი კაპიტნის როი კინის ცხარე კამათით დაიწყო. კამათის მიზეზი გახლდათ კრიშტიანუ რონალდუ. კინმა პორტუგალიელი აქო, „ლივერპულის“ ყოფილმა ვარსკვლავმა კი აკრიტიკა. ფერდინანდის კომენტარიც ამის...

მესი მეშვიდედ
Post

მესი მეშვიდედ

ლიონელ მესიმ ოქროს ბურთი იმდენჯერ მოიგო, რამდენჯერაც ზიდანმა, ეუსებიომ, გერდ მიულერმა, ბაჯომ, ბესტმა, რონალდინიომ და ბობი ჩარლტონმა ერთად აღებულმა. სტატისტიკას უყვარს ასეთი დატოლებები, თუმცა სერიოზულად აღსაქმელად ასეთი დატოლებები არ ღირს. მეშვიდე ოქროს ბურთის ჩაბარებისას, მესიმ რობერტ ლევანდოვსკის გახედა და საჯაროდ უთხრა, რომ შარშან დანამდვილებით მას ერგებოდა ეს ჯილდო. ამით არგენტინელმა ორი კურდღელი მოიგო – პანდემიის...

არ გვითამაშია
Post

არ გვითამაშია

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა უსახური მატჩი ჩატარა ესპანეთის ქალაქ ხაენში და იქაურ ეროვნულ გუნდთან განადგურდა. ილიას ზუროსის გუნდს ლიდერი თორნიკე შენგელია დააკლდა, რამაც საერთოდ შეცვალა გუნდი. ესპანეთის ნაკრების ხისტ, აგრესიულ დაცვას ჩვენებმა ვერაფერით უპასუხეს. საპასუხოდ, პირინეელებიც ბევრს სცოდავდნენ, მაგრამ ჩვენების შეცდომების ფონზე ისინი საერთოდ არ ჩანდა. ესპანეთის ნაკრების ყველა, 12-ვე კალათბურთელმა აიღო ქულები, ჩვენგან მხოლოდ –...

გიგაშვილის მეორე სიმბოლური
Post

გიგაშვილის მეორე სიმბოლური

საფრანგეთის ყველაზე ავტორიტეტულმა სარაგბო გამოცემა „მიდი ოლიმპიკმა“ ტოპ 14-ის მე-11 ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც „ტულონის“ მარჯვენა ბურჯი ბექა გიგაშვილი შეიყვანა. საქართველოს ნაკრებთან ერთად გიგაშვილმა ჯერ საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა, შემდეგ ფიჯის დაუპირისპირდა, ერთ კვირაში კი თავის „ტულონს“ „ლიონთან“ მნიშვნელოვან გამარჯვებაში დაეხმარა. ცნობისთვის, 29 წლის გიგაშვილისთვის ეს მეორე ასეთი აღიარებაა. პირველად ის რჩეულთა თხუთმეტეულში სასტარტო...

ჯერ მწვრთნელი, მერე – კონსულტანტი
Post

ჯერ მწვრთნელი, მერე – კონსულტანტი

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ რალფ რანგნიკთან თანამშრომლობა დაადასტურა. გერმანელი სპეციალისტს დიდხნიანი კონტრაქტი არ აქვს – მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლად, მინიმუმ, სეზონის ბოლომდე დაინიშნა. თუმცა, როგორც ინგლისური მედია წერს, შეთანხმებულია ისიც, რომ სამწვრთნელო კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, 2 წლის განმავლობაში, რალფი მანჩესტერში კონსულტანტი იქნება. მოსალოდნელია, რომ მაიკლ კერიკი და „იუნაიტედის“ სხვა მწვრთნელები კლუბში დარჩებიან და რანგნიკის შტაბში შევლენ. 63...

ბრივის არშემდგარი გმირობა
Post

ბრივის არშემდგარი გმირობა

შემოდგომის ტესტების მოთავების შემდეგ საფრანგეთის მთავარ სარაგბო ლიგაში მე-11 ტური გაიმართა. ტოპ 14-ის მორიგი უიქ-ენდი 14 ქართველი მორაგბის მონაწილეობით წარიმართა და მართალია, ქულა არც ერთ მათგანს დაუგროვებია, მაგრამ სტატისტის როლით თითქმის არავინ შემოფარგლულა. ლიდერი „ტულუზისა“ და „ბრივის“ მატჩი კი გამორჩეულად საინტერესო გამოდგა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში სოსო ბეკოშვილი იყო და უნდა აღინიშნოს, რომ მთელი პირველი ნახევრის...