ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის 500-იანი ტურნირს მეორე წრეში იტალიელ მატეო ბერეტინის შეხვდა და სამ სეტში – 7:6; 2:6; 3:6 დამარცხდა.

შეხვედრა დაძაბული მხოლოდ თავიდან იყო: ჩვენებურმა პირველი სეტი კარგად ჩაატარა. ბასილაშვილს ჩაწოდება მისდიოდა და არც გეიმი დაუთმია. ასევე ყველა ჩაწოდებაზე ივარდა იტალიელმა, მაგრამ ტაი ბრეიკი ჩვენიანის გამოდგა (7:5).

მეორე სეტიდან ბერეტინის დრო დადგა. მსოფლიოს მეშვიდე ჩოგანი მძლავრად ათამაშდა, ჩაწოდებითაც კარგად აწვდიდა და შეცდომებსაც უკლო. იტალიელი სეტის დასაწყისში ახერხებდა უპირატესობის მოპოვებას, შემდეგ კი, მისი შენარჩუნება აღარ უჭირდა.