კატალონიურ პრესაში წერენ, რომ „რეალის“ იტალიელმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „ბარსელონას“ ჰოლანდიელ თავკაც რონალდ კუმანს მხარდაჭერა გამოუცხადა. ეს გასაკვირი არც იყო, რადგან ორივეს აქვს როგორც მოთამაშის ასევე მწვრთნელის გამოცდილება და ფეხბურთთან დაკავშირებულ ათასგვარ სიტუაციაში მოხვედრილან. საქმე კი ეხება „ელ კლასიკოში“ 1:2 დამარცხების შემდეგ, „ბლაუგრანას“ თავკაცის „კამპ ნოუდან“ გამავალ მანქანაზე თავდასხმას, ხელების ბრახუნსა და გინებას. კუმანს გვერდით მეუღლე ეჯდა.
„ამ ამბავმა გამაღიზიანა. ძალიან კარგად მესმის კუმანის. მას ასე არ უნდა ექცეოდნენ. მათ მიმართ ვინც ეს ჩაიდინა ტოლერანტულები არ უნდა ვიყოთ.
ეს სოციალური პრობლემაა და მარტო ფეხბურთს არ ეხება. რონალდ კუმანი უპირველეს ყოვლისა ადამიანია და მხოლოდ ამის შემდეგ არის მწვრთნელი“, — თქვა ანჩელოტიმ.
საკითხი რომ სოციალურია, ამას „რაიო ვალეკანოსთან“ სათამაშოდ მადრიდში გამგზავრების წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე თავად კუმანმაც გაუსვა ხაზი.
„ასეთი რამ მარტო აქ არ ხდება, მსოფლიოში ყველგან შეიძლება მოხდეს. და არა მგონია, გამოსავალი არსებობდეს. მიზეზი ამ ადამიანების გაუნათლებლობა და მდაბალი მორალური ფასეულობებია.
მანქანაში მეუღლე და კიდევ ორი ადამიანი მეჯდა. არ შემშინებია. ერთი გაფიქრება გავიფიქრე გადავსულიყავი, მაგრამ მერე გადავიფიქრე. გასაგებია, რომ წაგება არავის გაუხარდა, მაგრამ თავდასხმას მაინც არ ველოდი. დღეს „ტიკ-ტოკმა“ წალეკა ყველაფერი და უნდათ, რომ იქ ჩაგითრიონ.
ვინ იცის, ხალხს ჰგონია, რომ ასეთ დღეში მარტო მე ჩავვარდი, მაგრამ ფეხბურთელების თავსაც იგივე ტრიალებს. ჩემი ამბავი შეიძლება უფრო თვალსაჩინო იყო, მაგრამ თვით კარლეს პუიოლი ჩავარდნილა ასეთ დღეში. კარგი იქნება, სტადიონიდან გამოსვლის უსაფრთხო ხერხს თუ მოვიფიქრებთ“.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 09:34კაცი ძეგლი კონგოდან
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 08:51ლინეკერი: საფრანგეთი გერმანიას იოლად მოუგებს
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 08:07ავსტრია vs ალჟირი ჩაწყობილი იყო?
სიახლეები28/06/2026 | 10:59გაწბილებული ნიკო უილიამსის საჯარო წერილი
