Premier League to Introduce Hawk-Eye Produced Technology to Aid With Offside  Calls | 90min2022 წელს ყატარში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე ახალ ტექნოლოგიას გამოიყენებენ, რომელიც ავტომატურად დააფიქსირებს თამაშგარე მდგომარეობას. კომპანია Hawk-Eye-მ სისტემაზე მუშაობა უკვე დაასრულა და გამოყენებისთვის მზადაა.

სისტემა თამაშგარე მდგომარეობას ავტომატურად ადგენს და სიგნალს ვიდეორეფერის (VAR), უგზავნის, რომელიც გადაწყვიტავს, რამდენად ზემოქმედებს თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩენილი ფეხბურთელი სათამაშო ეპიზოდზე და უნდა გაგრძელდეს თუ არა თამაში.

ფიფა აპირებს, ტექნოლოგიაზე გაწეულ სამუშაოსთან დაკავშირებით ბოლო ინფორმაცია საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო საბჭოს კომისიას (IFAB) მიაწოდოს, რომელიც თამაშში ახალი წესების შემოღებას ადგენს.

წილი
წინა სტატიაკეპა ჩელსის ისტორიაა
შემდეგი სტატიაახალი სკანდალი იტალიაში
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...