ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ყველა ქვეყნის ოცნების გუნდი შეადგინა. ცხადია, საქმეში საქართველოც მოხვდა.

ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებში მოქმედი ფეხბურთელებიდან, ცხადია, ვერავინ მოხვდა, ხოლო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიიდან მხოლოდ კახა კალაძე. 10 ფეხბურთელი კი საბჭოთა პერიოდიდან არის.

IFFHS-ს ვერსიით, საქართველოს ყველა დროის ნაკრები ასე გამოიყურება.

ანზორ კავაზაშვილი; რევაზ ძოძუაშვილი, მურთაზ ხურცილავა, ალექსანდრე ჩივაძე, კახა კალაძე; თენგიზ სულაქველიძე, დავით ყიფიანი, ვიტალი დარასელია; სლავა მეტრეველი, ბორის პაიჭაძე, მიხეილ მესხი.

IFFHS-ს ჯერ პროექტი დასრულებული არ აქვს, ამიტომ ყველა ქვეყნის ნაკრები ჯერ უცნობია. თუმცა, რამდენიმე წამყვანი საფეხბურთო ქვეყნების სიმბოლური ნაკრები გამოქვეყნებულია.

ბრაზილია ჟილმარი; კაფუ, კარლოს ალბერტო, დომინგოს დი გია, ნილტონ სანტოსი; დიდი, ზიკო; გარინჩა, პელე, რონალდო, რონალდინიო.

გერმანია ზეპ მაიერი; მანფრედ კალცი, ფრანც ბეკენბაუერი, პაულ ბრაიტნერი, ანდრეას ბრემე; ლოთარ მათეუსი, გიუნტერ ნეტცერი, ვოლფგანგ ოვერატი; ფრიტც ვალტერი, გერდ მიულერი, კარლ ჰაინც რუმენიგე.

საფრანგეთი ფაბიენ ბარტეზი; ლილიან ტიურამი, ლორან ბლანი, მარსელ დესაი, მაქსიმ ბოსი; დიდიე დეშამი, ჟან ტიგანა, მიშელ პლატინი, ზინედინ ზიდანი; რაიმონ კოპა, ტიერი ანრი.

არგენტინა ამადეო კარისო; ხავიერ ძანეტი, დანიელ პასარელა, რობერტო პერფუმო, სილვიო მარცოლინი; ფერნანდო რედონდო, ოსვალდო არდილესი, დიეგო მარადონა; ლიონელ მესი, გაბრიელ ბატისტუტა, ალფრედო დი სტეფანო.

ინგლისი გორდონ ბენქსი; ჯიმი არმფილდი, ბობი მური, ბილი რაითი, ეშლი კოული; ბრაიან რობსონი, ბობი ჩარლტონი; სტენლი მეტიუზი, გარი ლინეკერი, ჯიმი გრივსი, ტომ ფინლი.