ვენის 500-ქულიანი ტურნირის მეორე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი იტალიელ მატეო ბერეტინის დაეჭიდება. იტალიელი ამ წუთისთვის მსოფლიოს მე-7 ჩოგანია, ვენაში კი მე-3 ნომრად არის განთესილი. რაც ყველაზე მთავარია, მან პირველ წრეში გამარჯვებით გაინაღდა წლის შემაჯამებელ ტურნირში ასპარეზობის უფლება. ტურნირს 14 ნოემბრიდან იტალიური ტურინი უმასპინძლებს და ბერეტინი ამადაც დაფრინავს მეცხრე ცაზე: “ბედნიერი ვარ. უკვე მეორედ მივიღებ მონაწილეობას შემაჯამებელ ტურნირში. ალბათ, ჩემი სამშობლო ჩემით ამაყობს”.
ვნახოთ, რა განწყობით გავა ნიკა ბასილაშვილთან სათამაშოდ ბერეტინი, რომელიც გონებით უკვე ტურინის ტურნირზეა. რაც შეეხება ნიკას, ბოლო ორ კვირაში 14-საფეხურიანი ნახტომი გააკეთა და რეიტინგში 22-ეა.