წყალბურთელთა ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურის პირველ მატჩში თბილისის „დინამო“ საბერძნეთში, „ოლიმპიაკოსს“ ესტუმრა და 9:20 წააგო.
ბერძნები უდავო ფავორიტებად მიიჩნეოდნენ და ეს მატჩის მსველობისას სრულად დაამტკიცეს. მასპინძლებმა პირველივე წუთებიდანვე მოპოვებული უპირატესობა მშვიდად მიიყვანეს მათთვის სასურველ დასასრულამდე.
A ჯგუფში ამ გუნდების გარდა, კიდევ ექვსიგუნდია, რომლებიც ერთმანეთში ორ წრედ ითამაშებენ, მომდევნო ეტაპზე კი, ოთხი საუკეთესო გუნდი გავა.
შემდეგი მატჩი „დინამოს“ ჩერნოგორიულ „იადრანთან“ 9 ნოემბერს ელის. ეს გუნდების გასულ სეზონში ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ორივეჯერ „დინამომ“ იმარჯვა – 13:10 და 11:8.