2021 წლის პირველი დიდი საჩოგბურთო ტურნირი ავსტრალიის ღია პირველობაა. ტურნირის ორგანიზატორებს თავიდან გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ არავაქცინირებული ჩოგბურთელები არ დაეშვათ, თუმცა ჩოგბურთელთა დიდ ნაწილი არავაქცინირებულია და შესაბამისად, ისინი „დიდი მუზარადის“ ტურნირზე გამოსვლას ვერ შეძლებდნენ. ამათგან ერთ-ერთი კი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩია…
ცხადია, სხვა დიდი ჩოგბურთელების არყოფნაში ჯოკოვიჩის დანაკლისი უკვე ნამეტანი იქნებოდა, ამიტომ ორგანიზატორებმა, ვიქტორიას შტატისა და ქვეყნის ხელისუფლებამ გადაწყვიტეს, რომ ავსტრალიის ღია პირველობაზე მონაწილეობისთვის არავაქცინირებულ ჩოგბურთელებს ორი კვირის კარანტინში გატარება მოუწევთ.
ახლა საინტერესო ის არის, თუ შედის ჩოგბურთელების ინტერესებში კარანტინში ორი კვირით ჯდომა. თუმცა, წლეულს, მელბურნში, ტურნირის დროს ორკვირიანი კარანტინი უკვე მოქმედებდა, მაგრამ ჩოგბურთელებს სასტუმროდან სავარჯიშოდ გასვლის უფლება ჰქონდათ. შესაძლოა, ეს გამონაკლისი, მომავალი სეზონისთვისაც დაუშვან.
ვიქტორიას შტატის სპორტის მინისტრი მარტინ პაკულა ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და ეს საკითხი რამდენიმე კვირა ღიად დარჩება.
ავსტრალიის ღია პირველობა 17 იანვარს დაიწყება.