ადვოკატი სილვან კორმიე

პარასკევს, 22 ოქტომბერს, ქარიმ ბენზემა 10 თვიანი პატიმრობისა და 75 ათასი ევროთი დაჯარიმების საშიშროების წინაშე იდგა, მაგრამ მოსამართლემ სხდომა 24 ნოემბრისთვის გადადო. „რეალისა“ და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელს ისევ ძველ ამბავს, მატიე ვალბუენას სექს-ვიდეოთი შანტაჟს ედავებიან.

სასამართლოში საქმე უკვე სამჯერ განიხილეს. ბედის ირონიაა, რომ 25 ნოემბერს, როდესაც ფაქტობრივად ბენზემა განაჩენს შეიტყობს, „რეალს“ სტუმრად, ჩემპიონთა ლიგაში ტირასპოლის „შერიფთან“ აქვს თამაში.

ამასობაში კი ფორვარდის ვექილები ვალბუენას გაღმა ედავებიან. ადვოკატმა სილვან კორმიემ თქვა:

„ვალბუენა საკუთარი თავის მსხვერპლია, მან ხომ თავისი სექსი თვითონ გადაიღო. ის ფაქტი, რომ სქესობრივი აქტი იწერებოდა, მისთვის თავიდანვე ცნობილი იყო. აი, მისმა პარტნიორმა გოგონამ კი არ იცოდა რომ უღებდნენ. ხოლო, ვიდეოს ფარულად გადაღება ადამიანისთვის როდესაც ის სექსით არის დაკავებული, დანაშაულია. ამ ქალის ინტერესს საერთოდ არავინ იცავს. გამოძიებაც კი არ დაინტერესებულა მისი ბედით.

ამიტომაც არის ცხადი, რომ ბენზემასთვის ბრალის წაყენების პირველივე დღიდან, მათ მხოლოდ ფეხბურთის ვარსკვლავის განადგურება აინტერესებდათ და მას-მედიაც ამ მიზნით ჩააყენეს საქმის კურსში.

არადა, ბენზემა კორექტული ადამიანია. მას კარიერაში მხოლოდ სამჯერ აქვს ყვითელი ბარათი მიღებული. ის ცხოვრების მანძილზე ორად ორ კლუბში თამაშობდა და დღესაც საფრანგეთის ნაკრების სამსახურშია.

ბენზემა არის ღია პიროვნება, ისეთი, როგორსაც მას ხალხი იცნობს და გაუგებარია, ამ ბიოგრაფიის პატრონს რატომ უნდა მონდომებოდა გამომძალველთა ბანდის წევრობა?“