UEFA promises 'robust' defence amid European Super League legal challengeევროკავშირის წევრი 27 ქვეყნიდან 16-მა წერილობით აცნობა ევროსაბჭოს სასამართლოს, რომ საფეხბურთო სუპერლიგის წინააღმდეგნი არიან.
ეს მადრიდის სასამართლოს მოთხოვნით მოხდა, რომელიც დაინტერესდა, აქვთ თუ არა ფიფას და უეფას მსოფლიო ფეხბურთზე სრული კონტროლის უფლება.
სუპერლიგის მოწინააღმდეგეთა შორის არიან ესპანეთი და იტალია, რომელთა წარმომადგენელ სამ კლუბსაც (რეალი, ბარსელონა, იუვენტუსი) დღემდე არ უთქვამს უარი სუპერლიგის შექმნის იდეაზე.
ელოდებიან, რომ სუპერლიგის მოწინააღმდეგეთა რიგებს მალე გერმანიაც შეუერთდება.
სავარაუდოდ, ევროკავშირის სასამართლოში საჯარო მოსმენები 2022 წლის პირველ ნახევარში გაიმართება და ვერდიქტის გამოტანას რამდენიმე თვე დასჭირდება.