უეფას ქვეყნები ფიფას ეწინააღმდეგებიან

Home კატეგორიის გარეშე უეფას ქვეყნები ფიფას ეწინააღმდეგებიან
უეფას ქვეყნები ფიფას ეწინააღმდეგებიან

ბოლო პერიოდში ფიფა თავს იკლავს, მსოფლიო ჩემპიონატი ყოველ ორ წელიწადში უნდა ჩავატაროო. ეს კი მსოფლიო ფეხბურთში დიდი განხეთქილებისკენ მიგვანიშნებს. საქმე ის არის, რომ ფიფას ამ იდეას უეფა ეწინააღმდეგება, ხოლო თუ მაინც ასე მოხდა, 10-ზე მეტი ევროპული ასოციაცია მსოფლიოს მმართველი საფეხბურთო ორგანოდან გასვლას განიხილავს.

ევროპულ მედიაში ჯერჯერობით, არ ხმაურდება ის 10 ქვეყანა, რომელიც ფიფადან გასვლას ცდილობს, მაგრამ დარწმუნებით წერენ.

2026 წლიდან მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე 32-ის ნაცვლად 48 გუნდის მონაწილეობა უკვე გადაწყვეტილი ამბავია, ხოლო ორწლიან ციკლზე გადასვლა, ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია და თუ შეთანხმება მიღწეული იქნება, ძალაში 2026 წლიდან შევა.

არადა, თუ ფიფა და უეფა ერთმანეთთან უბრად იქნებიან, ფეხბურთისთვის კარგი ნამდვილად არ იქნება.

ავტორის პროფილი

ლუკა თალაკვაძე
ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.