ლეო მესიმ ორი გოლი გაიტანა, რისი წყალობითაც „პარი სენ ჟერმენმა’ „ლაიფციგს“ 3:2 მოუგო, თან 1:2-ს აგებდა.
მართალია, ანგარიში კილიან მბაპემ გახსსნა, მაგრამ გერმანული გუნდის ფეხბურთელებმა ანდრე სილვამ და ნორდი მუკიელემ შესვენებამდე და შესვენების შემდეგ გატანილი გოლებით „ლაიფციგი“ დააწინაურეს.
მესიმ ანგარიში 67-ე წუთზე გაათანაბრა, შვიდი წუთის შემდეგ კი პენალტით გამარჯვების გოლი შეაგდო.
მბაპეს კიდევ შეეძლო გოლის გატანა, როდესაც მესიმ ჰეთ-თრიკზე უარი თქვა და პენალტის დარტყმა ახალგაზრდა თანაგუნდელს დაუთმო, მაგრამ ფრანგმა მიზანს ვერ მიაღწია.
ამ გამარჯვების წყალობით „პარი სენ ჟერმენი“ A ჯგუფში 7 ქულით პირველ ადგილზეა. იმავე ჯგუფში, „მანჩესტერ სიტიმ“ სტუმრად იოლად სძლია „ბრიუგეს“ 5:1 და 6 ქულით მეორეზეა. 4 ქულით მესამე პოზიციაზეა ბელგიური გუნდი, ბოლოზე კი უქულო „ლაიფციგია“ დარჩენილი.
ქვემოთ გთავაზობთ ლეო მესის ეპიზოდებისა და გოლების ვიდეოს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი30/06/2026 | 09:45ორი გრანდი პენალტებით გავარდა
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 09:34კაცი ძეგლი კონგოდან
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 08:51ლინეკერი: საფრანგეთი გერმანიას იოლად მოუგებს
აქეთურ-იქითური29/06/2026 | 08:07ავსტრია vs ალჟირი ჩაწყობილი იყო?
