See the source imageსაქართველოს ფუტსალის ნაკრები პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. „ბებერი კონტინენტის“ უმთავრესი ტურნირი 2022 წლის 19 იანვრიდან 6 თებერვლის ჩათვლით, ნიდერლანდების ორ ქალაქში, ამსტერდამსა და გრონინგენში გაიმართება, ხოლო ფლეი ოფის ყველა თამაში ნიდერლანდების დედაქალაქში გადაინაცვლებს.

წილისყრის შედეგად გაირკვა საქართველოს ნაკრების მეტოქეები ფინალური ტურნირის D ჯგუფში – ბოსნია, აზერბაიჯანი, ესპანეთი.

სხვა ჯგუფებში გუნდები ასე გადანაწილდნენ:

A ჯგუფი: ნიდერლანდები, სერბეთი ან ბელარუსი, უკრაინა, პორტუგალია

B ჯგუფი: ყაზახეთი, იტალია, სლოვენია, ფინეთი

C ჯგუფი: რუსეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, ხორვატია

სერბეთი და ბელარუსი 14 და 17 ნოემბერს ერთმანეთში გაარკვევენ ბოლო მონაწილის ვინაობა.

წილი
წინა სტატიაქართული ლელო ჩემპიონს!
შემდეგი სტატიარატომ მოაკლდა კამპ ნოუს მაყურებელი?
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...