„ვალენსიამ“ ბარსელონაში 1:3 წააგო. გიორგი მამარდაშვილი კარში არ იდგა. მე-7 ტურიდან მოყოლებული ხოსე ბორდალასი ძირითად შემადგენლობაში 32 წლის გამოცდილ ჰოლანდიელს ჯასპერ სილესენს ათამაშებს.
სილესენის მიერ „კამპ ნოუზე“ გაშვებული სამი გოლიდან მეორე პენალტი იყო, რომელიც ანსუ ფატის წაქცევისთვის დაინიშნა და ჰოლანდიელს თანამემამულე მემფის დეპაიმ გაუტანა. მატჩის შემდეგ სილესენს ამ ეპიზოდზე კომენტარი სთხოვეს.
„ხოსე გაიამ ბურთზე ითამაშა, მანამდე კი კარის ხაზზე ჯარიმა იყო. მსაჯმა ამას ყურადღება არ მიაქცია, რამაც მთელი თამაში შეცვალა.
ახლა, მატჩის შემდეგ, ამაზე ლაპარაკს კი აზრი აღარ აქვს, რადგან ვერაფერს შეცვლის. ჩვენ ბრძოლა არ შეგვიწყვეტია. გვინდოდა ანგარიში გაგვეთანაბრებინა ან სულაც მოგვეგო, რითაც, ზურგი მოვიშიშვლეთ და „ბარსას“ სივრცეები მივეცით.
სხვა რა დაგვრჩენია, შაბათს, შინ „მალიორკასთან“ მოგება უნდა ვცადოთ“ — თქვა სილესენმა.

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები30/05/2026 | 14:53საფრანგეთს ნოლეც დაემშვიდობა
ინტერვიუ30/05/2026 | 09:53ლუის ენრიკე: …რადგან არასდროს იცი შემდეგი ფინალი როდის მოგიწევს
მთავარი ამბავი30/05/2026 | 06:43ზურიკო კი საუკეთესო იყო, მაგრამ…
მთავარი ამბავი29/05/2026 | 12:32მამარდას თემაზე ლივერპულშიც დაიწერა
