ავტორიტეტულმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემა „მიდი ოლიმპიკმა“ ტოპ 14-ის ტურის ტრდიციული სიმბოლური ნაკრები შეადგინა და მასში ბექა საღინაძე შეიყვანა.

„ლიონის“ მესამეხაზელმა ჩემპიონი „ტულუზის“ ძლევაში სოლიდური წვლილი შეიტანა – თავისი გუნდის პირველი ლელო გაიტანა. 22 წლის ბორჯღალოსანმა მთელი მატჩი ძალზე შთამბეჭდავად და საიმედოდ ჩაატარა და სიმბოლურში მისი მოხვედრა აბსოლუტურად დამსახურებულია.

ბექა საღინაძე მეხუთე ქართველია, რომელიც მიმდინარე სეზონში ტოპ-14-ის სიმბოლურში შეიყვანეს. მანამდე ეს ბექა გიგაშვილმა, თორნიკე ჯალაღონიამ, ლექსო ყაულაშვილმა და ვასილ კაკოვინმა მოახერხეს.

No description available.