ნიკოლოზ ბასილაშვილი ინდიან-უელსის მასტერსის ფინალშია. საქართველოს პირველმა ჩოგანმა 1000-იანთა კატეგორიის ტურნირის ნახევარფინალში მასპინძელთა იმედი ტეილორ ფრიცი 7:6 6:3 დაამარცხა.

nullთავიდან ორივე ჩოგბურთელი იოლად იღებდა გეიმებს საკთარ ჩაწოდებაზე. სეტის მეორე ნახევრიდან უკვე ამერიკელი გააქტიურდა და ჯერ მე-10 გეიმში მიიღო ორი სეტპოინტი მეტოქის ჩაწოდებაზე, ერთიც მე-12 გეიმში. თუმც ჩვენიანმა გაუძლო და დიდი ძალისხმევის შედეგად პარტია ტაიბრეიკამდე მიიყვანა, სადაც უკვე მეტოქეზე უკეთესად ათამაშადა.

ჩვენიანს მეორე სეტის სტარტზეც ჰქონდა პრობლემა, მაგრამ  ნიკამ ბრეიკპოინტები მოიგერია და მეტოქე ფსიქოლოგიურადაც გატეხა – იმ წუთისთვის ამერიკელს 5 ბრეიკპოინტი ქონდა გაცუდებული. გადამწყვეტი მეორე სეტის მე-6 გეიმი გამოდგა, როდესაც ბასილაშვილმა ფრიცის მოწოდება აიღო – 4:2.

5:3-ზე ბასილაშვილი მატჩზე აწვდიდა, როდესაც ნამდვილი საჩოგბურთო დრამა გათამაშდა. ჯერ ნიკას ქონდა ზედიზედ 3 მატჩბოლი, რომელიც ფრიცმა მოიგერია, ამას უკვე ამერიკელის ორი ბრეიკპოინტი მოყვა, თუმცა ნიკამ იყოჩაღა – ჯერ ანგარიში გაათანაბრა და მეოთხე მატჩბოლით საბოლოო გამარჯვებაც მოიპოვა 7:6 6:3.

ფინალში ნიკა ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგის 26-ე ჩოგანს, ბრიტანელ კამერონ ნორს შეხვდება. მატჩი ღამის 3 საათზე დაიწყება.

ერთხელაც ვთქვათ, რომ მასტერსი ქართველებს მოგებულ არ აქვთ. უპრესტიჟულეს ტურნირში გამარჯვებასთან ყველაზე ახლოს ირაკლი ლაბაძე იყო, 2004 წელს მან ნახევარფინალს უწია…