Liverpool: Jurgen Klopp takes aim at Newcastle and insists new owners can  'buy' the Premier League | Daily Mail Onlineინგლისური „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი „ნიუკასლის“ მფლობელის ცვლილებას გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, რომ ამ კლუბის აქციათა დაახლოებით 80% საუდის არაბეთის სახელმწიფო ინვესტიციათა ფონდმა შეიძინა, რომლის ფინანსური რესურსებიც, ფაქტობრივად, შეუზღუდავია. „თუ არ მეშლება, ეს არის მესამე კლუბი, რომლის პატრონიც პირი ან პირთა ჯგუფი კი არა, სახელმწიფო იქნება. შორსმიმავალ პერსპექტივაში, ასე 20-30 წლით „ნიუკასლის“ ეპოქა იწყება. ბევრი იბრძვის სუპერლიგის იდეის წინააღმდეგ. ესეც სუპერლიგა იქნება, ოღონდ ერთი კლუბისთვის. დიდი ფულით ბევრი ცუდის გაკეთება შეიძლება, მაგრამ ფეხბურთში ძალიან ბევრი კარგი ადამიანია და „ნიუკასლი“ მათ იპოვის”, – თქვა იურგენ კლოპმა.