29 ნოემბერს „ფრანს ფუტბოლი“ „ოქროს ბურთის“ მფლობელს დაასახელებს. „პარი სენ ჟერმენის“ არგენტინელმა თავკაცმა მაურისიო პოჩეტინომ ესპანურ რადიო Cadena SER-თან ინტერვიუში პრეტენდენტების შესახებ თავისი მოსაზრება გამოთქვა.

პოჩეტინო: „ვფიქრობ ტიტულს ლეო მესი მოიგებს. რომც არ ვიყო იმ გუნდის მწვრთნელი, რომელშიც მესი თამაშობს, მაინც ამას ვიტყოდი. ორი აზრი არ არსებობს. მეორე ადგილზე კი ლევანდოვსკის დავასახელებდი. მესამეზე, ჩემს ვერსიაში… კრიშტიანუ იქნებოდა. ის დიდი ფეხბურთელია, რასაც ყოველ წელიწადს გვიმტკიცებს. რონალდუ გამორჩეულია თავისი მენტალიტეტით, ჟინით და ფეხბურთისადმი მიდგომით“.

მოგეხსენებათ, 2021 წელს ლეო მესიმ არგენტინის ნაკრებთან ერთად „კოპა ამერიკა“ მოიგო.