ესპანურმა გამოცემა „მარკამ“ მომხმარებელთა შორის ინტერნეტ-გამოკითხვა ჩაატარა, ვის მისცემდნენ „ოქროს ბურთს“.
გამოკითხვაში მცირე უპირატესობით გაიმარჯვა მადრიდის „რეალისა“ და საფრანგეთის ნაკრების ფორვარდმა ქარიმ ბენზემამ. მას მკითხველთა ხმების 38% ერგო.
ბენზემას სულ ერთი პროცენტით ჩამორჩა არგენტინის ნაკრების და ფრანგული პსჟ-ის ლიდერი ლეო მესი.
დანარჩენი ადგილები ასე განაწილდა:
3. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი, პოლონეთი) – 14%.
4. კრიშტიანუ რონალდუ (მანჩესტერი, პორტუგალია) – 4%.
5. ჟორჟინიო (ჩელსი, იტალია) – 3%.
6. ნგოლო კანტე (ჩელსი, საფრანგეთი) – 2%.
შეგახსენებთ, რომ ეს მხოლოდ ერთი კონკრეტული გამოცემის მიერ ჩატარებული გამოკითხვაა და შესაძლოა, სულაც არ დაემთხვეს საბოლოო შედეგს, მაგრამ ზოგადი განწყობების შესახებ გარკვეულ წარმოდგენებს ნამდვილად ქმნის.