„რომ შემეძლოს ერთი დღე თევზაობას დავუთმო და თან მხოლოდ ერთი კაცი წავიყოლო, ის ერთი აუცილებლად ლეო მესი იქნებოდა. ბავშვობიდან ჩემი კერპი იყო. უბრალოდ, მასთან ერთად მდინარის ან ტბის პირას დაჯდომის და საუბრის საშუალება რომ მომცემოდა, ეს იქნებოდა ყველაზე ბედნიერი დღე ჩემს ცხოვრებაში“, – ეს ვინმე მოყვარული მეთევზის კი არა, „მანჩესტერ სიტის“ და ინგლისის ნაკრების ნახევარმცველის, ფილ ფოდენის სიტყვებია.
თევზაობის რა გითხრათ, მაგრამ საფეხბურთო მოედანზე უთუოდ გადაიკვეთებიან – ფოდენის „სიტი“ და მესის პსჟ ხომ წილისყრამ ჩემპიონთა ლიგის ერთ ჯგუფში გაამწესა.





