Basilashvili claims Munich title as Ramos-Vinolas wins Estoril epicინდიან უელსის მეორე წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილმა ესპანელ ალბერტ რამოს-ვინოლასს გამარჯვება ხელიდან გამოსტაცა და მერვედფინალში გავიდა. ქართველმა სამ სეტში 4:6; 7:6; 6:2 მოიგო.

პირველ სეტში ბასილაშვილი 2:5 ჩამორჩა, მაგრამ გაიბრძოლა და სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, თუმცა მეტი ვერაფერი მოახერხა და სეტი დათმო.

მეორეში რამდენჯერმე შეიცვალა ვიტარება. ჯერ ნიკა აწვდიდა სეტზე, მაგრამ მეტოქეს ზედიზედ ორი ბრეიკის გაკეთების უფლება მისცა და უკვე ესპანელი აწვდიდა მატჩზე, მაგრამ ბასილაშვილმა მეტოქეს პარტიის დამთავრების უფლება არ მისცა და ტაი ბრეიკზე დიდი უპირატესობით მოუგო კიდეც.

მესამე სეტი კი სრულად ნიკოლოზის უპირატესობით წარიმართა, რომელიც მარტივად 6:2 მოიგო.

ბასილაშვილი მერვედფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე რუსი კარენ ხაჩანოვი იქნება.