
ემოცია გაქრა, დამიკარგეს…
არადა, ორმოცი წელია, ჩემი გუნდის თამაშის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე მეწყებოდა შფოთი და კანკალი. რასაც უკვე წლებია ვუყურებთ, სულაც არ არის ფეხბურთი. ტექნიკურ არსენალზე ან ტაქტიკურ განსწავლულობაზე კი არა, სისხლის ყივილზე და ჯიგარზეა საუბარი. ჰოდა, დავიღალეთ…
თევზი თავიდან ყარს და ის თავი დაჟინებით გვიმტკიცებს, არაფერ შუაში ვარო.
როგორ არ ხარ შუაში, როცა:
ეროვნული ნაკრები ეროვნულ დამცირებად გვექცა…
ეროვნული ჩემპიონატი საბიუჯეტო თანხის ხარჯვის საშუალებად…
საკლუბო ფეხბურთი სირცხვილად…
ქალთა ფეხბურთზეც ხომ არ ვისაუბროთ და სულ ცინცხალ „მიღწევებზე“?
ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა ახალი მინისტადიონის გახსნა არ არის და არც ზედ პლასტმასის ბალახის დაგება.
თუ ფეხბურთელს ვერ გაზრდით; თუ ჩემპიონატს ვერ ჩაატარებთ; თუ ნაკრებს „სათამაშოდ” აქცევთ, რისი მაქნისია სტადიონი?
ისედაც მომაკვდავ ქართულ ფეხბურთს კუბოში ბოლო ლურსმანი ჩააჭედეთ და გონორით ისევ თქვენ საუბრობთ.
გადადგომაზე სიტყვასაც აღარ ვამბობთ – იქნებ ნება იბოძოთ და ბოდიში მაინც მოიხადოთ.