საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა საბერძნეთთან ხვალინდელი მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა.

ჩვენების მწვრთნელის თქმით, საბერძნეთი საფეხბურთო ქვეყნაა, მაგრამ შეეცდება გუნდი იმაზე უკეთ ათამაშოს, ვიდრე სტუმრად (1:1) გამართული მატჩის დროს მოახერხა.

„საბერძნეთი ევროპის ჩემპიონია, დიდი საფეხბურთო ქვეყანა. რამდენიმე ფეხბურთელი ძლიერ გუნდში და საფეხბურთო ლიგაში თამაშობს. თუმცა, მარტში ჩვენ დავამტკიცეთ, რომ მათთან თამაში შეგვიძლია. შევეცდებით ხვალ უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ. გუნდი ახლა გაცილებით უკეთეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, ვიდრე სექტემბერში და ბევრად უკეთეს ფეხბურთს ვაჩვენებთ.

ჯერ არ გადამიწყვეტია რა შემადგენლობას დავაყენებ. ვიცი რომ ჩაკვეტაძე-კვარაცხელიას დუეტს ბევრი ელოდება, მაგრამ ჯერ ბოლომდე ჩამოყალიბებული არ ვარ.

რაც შეეხება კანკავას, მე-100 მატჩი ნაკრებში მართლაც დიდი მიღწევააა და ისეთი ფეხბურთელი, როგორიც კანკავაა, ამას იმსახურებს.

ვფიქრობ კვარცხელია-მიქაუტაძის დუეტის ერთად დაყენებასაც. როდესაც ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავს, მათ ყოველთვის შეუძლიათ ურთიერთგაგება და შეთამაშება. ვნახოთ, თამაშამდე როგორ ჩამოვყალიბდები, მთავარია ბალანსი დავიცვათ“, – თქვა სანიოლმა.

მსოფლიოს 2022 წლის შესარჩევი მატჩი საქართველოსა და საბერძნეთის შორის 9 ოქტომბერს, ბათუმში, „აჭარაბეთ არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება.