No description available.18 წლამდე ასაკის მორაგბეთა ევროპის ჩემპიონატი, რომელიც კალინინგრადში მიმდინარეობს, დასასრულს მიუახლოვდა. ყოფილ კენიგსბერგში, რომელსაც რუსეთის დანარჩენ ნაწილთან სახმელეთო საზღვარი არ გააჩნია, ფინალებიღა დარჩა გასამართი – საჩემპიონო, მე-3, მე-5 და მე-7 ადგილებისთვის.

რაღა თქმა უნდა, პატარა ბორჯღალოსნები ფავორიტებად ისედაც მიიჩნეოდნენ და ეს სტატუსი 100%-ით მართლდება. საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მზარდმა სიმძლავრემ ჩემპიონატში მონაწილეობაზე უარი ერთი მეორის მიყოლებით ყველა ევროპულ ბობოლას ათქმევინა. ბოლო საფრანგეთი იყო, ვისაც ჩვენმა ბავშვებმა ფინალში მოუგეს და ნორჩმა „ლე ბლემაც“ გაიხურა კარი…

ასე დარჩნენ ქართველები რუსი-პორტუგალიელი-ესპანელი-რუმინელი და კიდევ უფრო დაბალი დონის თანატოლების პირისპირ. წლეულს ქართველებმა მეოთხედფინალში ჩეხეთის ნაკრებს 76:0 მოუგეს, გუშინ, ნახევარფინალში ბელგიას შედარებით მოკრძალებული ანგარიშით აჯობეს – 37:3 და ფინალში გავიდნენ, სადაც ასევე პორტუგალიის U18 მოხვდა. ფინალური მატჩი 9 ოქტომბერს გაიმართება.

წილი
წინა სტატიაკუმანი შავი კატაა
შემდეგი სტატიაბედის ტრიალი
სლავა გასპაროვი - კაცი, რომელმაც თბილისის ყველა ქუჩა და ყველა ჩიხი იცის. ასევე იცის, სად რომელი ნომერი მარშრუტკა და ავტობუსი მიდის. რაც მთავარია, მშვენიერი მოქართულეა.