See the source imageერლინგ ჰოლანდი დღევანდელ სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელია.

ფინანსური კრიზისის პირობებში მისი გაყიდვით ნებისმიერი კლუბის ბიუჯეტი იგრძნობდა შვებას, მაგრამ ასე არ ფიქრობენ „დორტმუნდის“ ბოსები.

მათ ფორვარდის კიდევ ერთი წლით შენარჩუნება სურთ და თანხმობის შემთხვევაში მზად არიან, ჰოლანდს ხელფასი წლიური 8-დან 15 მილიონ ევრომდე გაუზარდონ.

ჩიტი ბრდღვნად აშკარად ღირს – ნორვეგიელმა ვუნდერკინდმა ბუნდესლიგის პირველ 5 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა.