WATCH: Fiji beat Georgia 45-10 in Rugby World Cup 2019 | SportsJOE.ieსაქართველოს მორაგბეთა ნაკრები ნოემბრის ტესტების ფარგლებში 14-ში ბორდოში საფრანგეთის ნაკრებს შეხვდება, ხოლო 20-ში – ფიჯის. ამ უკანასკნელთან ტესტის გამართვის ადგილი ჯერაც გაურკვეველია, რადგან ფიჯელებმა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით თბილისში ჩამოსვაზე უარი თქვეს და შეხვედრის გაუქმების თავიდან აცილების მიზნით გადაწყდა მისი ნეიტრალურ სტადიონზე გადატანა.

საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ეს მატჩიც საფრანგეთში გაიმართება, რადგან როგორც ბორჯღალოსნების, ისე „მფრინავი ფიჯელების“ უმრავლესობა სწორედ ტოპ 14-სა და პრო დ2-ში ასპარეზობს.

თავდაპირველად თბილისში სამოას ნაკრების სტუმრობაც იგეგმებოდა, მაგრამ კუნძულელებმა ამ ტესტზე ხსნებული რეგულაციების პირობებში მაინც უარი თქვეს და საქართველოს რაგბისკავშირისა და „მსოფლიო რაგბის“ მესვეურები ყველა ღონეს ხმარობენ, რათა ჩვენს ეროვნულ გუნდს  6-7 ნოემბერს კიდევ ერთი ტესტ-მატჩის გამართვა საშუალება მიეცეს.