გუშინ, სერია A-ში, „რომამ“ „ემპოლის“ უმასპინძლა და 2:0 მოუგო. როგორც გაირკვა, ეს იყო რომაელთა პორტუგალიელი მწვრთნელის ჟოზე მოურინიუს ზედიზედ 42-ე გამარჯვება შინ, იტალიის ჩემპიონატში. ამ მაჩვენებლით მან თვით მასიმილიანო ალეგრის გადაასწრო, რეკორდი მოუხსნა.
„ჩემი მენტალიტეტი არ შეცვლილა, — თქვა მოურინიუმ მატჩისშემდგომ ინტერვიუში, — მე რეკორდებზე კი არა, ყოველთვის შემდეგ თამაშზე ვფიქრობ. მაგრამ, მაინც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს ყოფილ ფეხბურთელებს „ინტერიდან“ და რასაკვირველია ახლანდელებს, „რომადან“.
ჩემი გუნდი ჭკვიანურ, დაღვინებულ ფეხბურთს აჩვენებს. ბურთს აკონტროლებს, მაგრამ აქ, „სტადიო ოლიმპიკოზე“ კარგად თამაში შეუძლებელია. აქ ხომ სერია A-ში ყველაზე ცუდი მოედანია“.
7 ტურის შემდეგ „რომა“ 15 ქულით მეოთხე ადგილზეა და 6 ქულით ჩამორჩება ლიდერ „ნაპოლის“.