იტალიური სერია A- ს მეშვიდე ტურში „მილანმა“ 3:2 მოუგო ბერგამოს „ატალანტას“ და უკვე 19 ქულას მოუყარა თავი. ასეთი სტარტი „როსონერის“ 2003-2004 წლების სეზონის შემდეგ არ ჰქონია.
მოგეხსენებათ, მაშინ „მილანი“, რომლის ერთ-ერთი საკვანძო ფეხბურთელი კახა კალაძეც იყო, დაფრინავდა და ჩემპიონობა არავის დაუთმო.
შეძლებს თუ არა დღევანდელი ფორმაციის „მილანი“ ჩემპიონობას, ძნელი სათქმელია. მით უმეტეს, რომ ბრწყინვალე სტარტის მიუხედავად გუნდი ჯერჯერობით მხოლოდ მეორე ადგილზეა – ლიდერი „ნაპოლია“, რომელმაც შვიდივე შეხვედრა მოიგო.