See the source imageეს უკვე ნამეტანია. „ბარსელონამ“ 0:2 დათმო სტუმრად მადრიდის „ატლეტიკოსთან“ და 8 ტურის შემდეგ მოგროვებული 12 ქულით სატურნირო ცხრილში მხოლოდ მეცხრეა. დაუმატეთ ამას ჩემპიონთა ლიგაში „ბაიერნთან“ და „ბენფიკასთან“ ორჯერ 0:3 და…

შეიძლება ითქვას, რომ რონალდ კუმანის ბედი გადაწყვეტილია. ახლა ისღაა საკითხავი, ვინ შეცვლის ჰოლანდიელს. ამტკიცებენ, ჟოან ლაპორტას სიმპათია ერიკ ტენ ჰაგის მხარეს იხრებაო.

არის პრობლემა: ტენ ჰაგს მოქმედი კონტრაქტი აქვს „აიაქსთან“, რომელსაც უკვე ოთხი წელია წვრთნის. ბარსელონელებს კი უფულობიდან გამომდინარე ტენ ჰაგის კონტრაქტის გამოსყიდვა გაუჭირდებათ.

კიდევ ერთი კანდიდატი გერმანელი რალფ რანგნიკია. პრობლემა იგივე: რანგნიკი მოსკოვის „ლოკომოტივის“ სპორტის და განვითარების დირექტორია და გამოსყიდვა დიდი ფული დაჯდება.

მოკლედ: ნათელი მხოლოდ ისაა, რომ კუმანმა „ბარსელონაში“ თავი ამოწურა. ეს უკვე უფსკრულია.