საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ესპანეთის ქალაქ სიტჟესში მიმდინარე მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს 2021 წლის გუნდური ჩემპიონატზე ნახევარფინალში მოულოდნელად წააგო რეიტინგით უფრო დაბლა მდგომ ინდოეთთან და ოქროს მედლებისთვის ბრძოლას გამოეთშა.

სერიის პირველი მატჩი ყაიმით დასრულდა – 2:2. ნანა ძაგნიძე-ჰარიკა დრონოვალი და ნინო ბაციაშვილი-რუ ვაიშალი ყაიმზე შეთანხმდნენ, ლელა ჯავახიშვილმა მოუგო ბახტი კულკარნს კი მოუგო, მაგრამ სალომე მელიამ წააგო მარი ან გომესთან.

მეორე მატჩში ლელა ჯავახიშვილმა მარი ან გომესთან თამაგუნდელის წაგების გამო „შური იძია“ მაგრამ ბაციაშვილმა ვაიშალთან, ხოლო მერი არაბიძემ საჩდევ ტანიასთან წააგეს, დრონოვალი და ძაგნიძე კი ყაიმზე შეთანხმდნენ. საბოლოოდ, ინდოელებმა 2.5:1.5 მოიგეს და ფინალში გავიდნენ.

ინდოეთის ნაკრები ფინალში რუსეთს შეხვდება, ხოლო ჩვენები კი მესამე ადგილისთვის უკრაინას ეთამაშებიან, რომელსაც ჯგუფში 3.5:0.5 მოუგეს.