ნიკოლოზ ბასილაშვილი SAN DIEGO OPEN-ის (საპრიზო ფონდი 661.800 დოლარი) პირველივე წრეში იტალიელი ლორენცო სონეგოსთან 3:6; 4:6 დამარცხდა.
ჩვენებური აშკარად არ იყო იშტაზე, ხოლო მეტოქემ პრაგმატულად ითამაშა და მარტივად მოიგო.
პირველი სეტი თანაბარი ბრძოლით დაიწყო, მაგრამ მერვე გეიმში ნიკას საკუთარი ჩაწოდება დათმო და სეტიც წააგო.
მეორე სეტში სანოგო საქმე არ გადადო და ბასილაშვილს პირველივე ჩაწოდება აართვა. შემდეგ საქმის გამარჯვებამდე მიყვანა არ გასჭირვებია.