Historic victory: Georgia's female chess team crowned world champions28 სექტემბერს ესპანეთის ქალაქ სიტჟესში მიმდინარე მოჭადრაკე ქალთა მსოფლიოს 2021 წლის გუნდური ჩემპიონატში საქართველოს ნაკრებმა დებულებით კიდევ ორი მატჩი გამართა და პირველი დღის იდენტურად ითამაშა. ჩვენებმა ჯერ გერმანია გაანადგურეს – 3.5:0.5, შემდეგ კი, ქულა დაკარგეს პოლონეთის ნაკრებთან – 2:2.

მიუხედავად ამისა, 4 ტურის შემდეგ საქართველო ნაკრები ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს და ფლეი ოფში გასვლა განაღდებული აქვს.

ფლეი ოფში არიან ასევე ყაზახეთისა და უკრაინის გუნდებიც (5-5), ხოლო გერმანია, „ფიდეს ამერიკა“ (3-3) და პოლონეთი (2) მეოთხე საგზურის მფლობელის ვინაობას ხვალ გაარკვევენ.

A ჯგუფს 8 ქულით რუსეთი ლიდერობს, 5-5 ქულა აქვთ ინდოეთისა და სომხეთის ნაკრებებს. სამივე გუნდი ფლეი ოფშია გასული. ხოლო აზერბაიჯანის, ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებები 2-2 ქულით მეოთხე გამსვლელი ადგილისთვის ბოლო ტურში იბრძოლებენ.

დასკვნითი ტურის მატჩები 29 სექტემბერს გაიმართება.