No description available.წლის ბრძოლად მონათლულ დაპირისპირებაში სასწორზე ერთბაშად ოთხი საჩემპიონო ქამარი იდო.

ლონდონის „ტოტენჰემის“ გადაჭედილი სტადიონი ფავორიტად მასპინძელ ენტონი ჯოშუას თვლიდა, თუმცა ერთი კაცი ამის აშკარად წინააღმდეგი იყო – უკრაინელი ალექსანდრ უსიკი. მან სუპერმძიმე წონაში მოქმედ ჩემპიონს პირველივე რაუნდიდან ცეცხლი დაუნთო და ჯებებით დატანჯა.

რამდენიმე დარტყმა იმდენად სერიოზული იყო, ჯოშუა კლინჩში შედიოდა ამოსასუნთქად. ამანაც ვერ უშველა. უფრო სწორად, გონგმა უშველა.

12 რაუნდის მიწურულს ბრიტანელი ფეხზე ძლივს იდგა და უსიკს კიდევ ნახევარი წუთი რომ ჰქონოდა, უთუოდ დაანოკაუტებდა. არ დასჭირდა – ყველა მსაჯმა უკრაინელის დამაჯერებელი გამარჯვება დააფიქსირა.

უკრაინას წუხელ არ ეძინა. WBA super, WBO, IBF და IBO ქამრებს სუპერმძიმე წონაში ახალი პატრონი ჰყავს, თუმცა კონტრაქტის მიხედვით, ჯოშუას რევანშის უფლება დარჩა. ეს მისი მეორე მარცხი იყო კარიერაში, უსიკი კი პროფესიულ რინგზე კვლავაც დაუმარცხებლად რჩება.

No description available.