ქართველი ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე ზაგრების გრან პრის ვერცხლის მედალოსანია. 90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ლუკამ ოქროს მედლისთვის ბრძოლა აზერბაიჯანელ მამადალი მეჰდიევთან დათმო.
მანამდე ჩვენებურმა ზედიზედ 3 შეხვედრა მოიგო. მაიურაძე პირველი წრისგან თავისუფალი იყო. მეორე წრეში იტალიელი ჯენარო პირელი დაამარცხა; მეოთხედფინალში – ნიდერლანდელი იესპერ სმინკი; ნახევარფინალში – უკრაინელი სტანისლავ გუნჩენკო.
შეგახსენებთ, ხორვატიაში გრან პრიზე საქართველოს ოქროს მედალი ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) მოუტანა.