მალდინების დინასტიას „მილანის“ მაისურით 4750 დღე გოლი არ გაეტანა. ჩეზარე მალდინისა და პაოლო მალდინის შემდეგ 2021 წლის 25 სექტემბერს კი დანიელე მალდინიმ იყოჩაღა,
იტალიის სერია A-ს მეექვსე ტურში „მილანი“ „სპეციას“ ესტუმრა და 2:1 დაამარცხა.
ანგარიში კი სწორედ დანიელე მალდინიმ გახსნა – „მილანის“ ლეგენდარული ფეხბურთელების, ჩეზარეს შვილიშვილმა და პაოლოს შვილმა.
მე-80 წუთზე „სპეციამ“ წონასწორობა დანელე ვერდეს გოლით აღადგინა, მაგრამ მატჩის მიწურულს ბრაჰიმ დიასმა მილანელებს მნიშვნელოვანი 3 ქულა შესძინა.






