Qof kasta oo wajahaya Paris Saint-Germain dhibaato ayuu la kulmi doonaa.” –  Donnarumma – Gool FMაბა, სხვა რა უნდა დაარქვა იმას, რაც პსჟ-ის კარის დარაჯ ჯანლუიჯი დონარუმას თავს ხდება?! სეზონის სტარტიდან საფრანგეთში 9 ტური მიილია და 23 წლის იტალიელი სულ ორჯერ გავიდა მოედანზე.

მას იმედი ჰქონდა, რომ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდებოდა. დონარუმას აგენტი მინო რაიოლა საჯაროდ აცხადებდა, რომ მისი კლიენტისთვის ძირითადში ადგილი დაჯავშნულია.

მოხდა ისე, როგორც მოხდა. ზოგს ეგონა, რომ დონარუმას სკამზე დატოვებით მაურიციო პოჩეტინო კლუბის სპორტულ დირექტორ ლეონარდოს სამაგიეროს უხდის – მან ხომ პოჩეტინოს დაუკითხავად გაჩარხა დონარუმას ტრანსფერი.

მიზეზი სხვა ყოფილა: თურმე პოჩეტინო ძირითადში კეილორ ნავასს პსჟ-ის სამხრეთამერიკული „მაფიის“ – მესის, ნეიმარის, დი მარიას, რაფინიას, მარკინიოსის და პარედესის კატეგორიული თხოვნით აყენებს. დონარუმა კი გუნდიდან წასვლაზე სერიოზულად ფიქრობს.