See the source imageიტალიასა და სერია A-ს, შესაძლოა, მალე კიდევ ერთი საინტერესო კლუბი შეემატოს. როგორც ირკვევა, „ჯენოას“ ახალი მეპატრონე ჰყავს – ამერიკული საინვესტიციო ფირმა 777 Partners. ამერიკულმა მხარემ აქციების 99,9% შეიძინა.

საქმის დეტალები არ ხმააურდება, მაგრამ საუბარია 150 მილიონ დოლარზე.

მიუხედავად იმისა, რომ აქტივების თითქმის სრული ნაწილი ინვესტორის ხელში გადავიდა, კლუბის ყოფილი მფლობელი ენრიკო პრეციოზი კვლავ რჩება დირექტორათა საბჭოში, ხოლო ალესანდრო ძარბანო გენერალური დირექტორის პოსტს შეინარჩუნებს.

„ჯენოას“ სერია A-ში არცთუ დამაჯერებელი სტარტი გამოუვიდა და ხუთი ტურის შემდეგ ოთხი ქულით სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა.