ესპანური ლა ლიგას მე-6 ტურში მადრიდის „რეალმა“ „მალიორკას“ 6:1 დასცინა.
შეხვედრა საკუთარ ბენეფისად აქცია ქარიმ ბენზემამ. ამ სეზონში მადრიდელთა ფორვარდი შედეგიანი მოქმედების გარეშე მოედანს არ ტოვებს.
ამჯერად ფრანგის ანგარიშზე ორი გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემაა.
ბენზემას 6 ტურის შემდეგ 8 გოლი და 7 საგოლე პასი დაუგროვდა.
ამგვარი შედეგიანობა ტოპ-5 ევროპულ ლიგაში XXI საუკუნეში არცერთ ფეხბურთელს ჰქონია.