„ფორბსმა“ გამოაქვეყნა ყველაზე მაღალი ანაზღაურების მქონე ფეხბურთელების სია. პირველ პოზიციაზე პორტუგალიის ნაკრებისა და „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუა.

სიყმაწვილის კლუბში, „მანჩესტერ იუნაიტედში“ მოულოდნელმა დაბრუნებამ კრიშტიანუს შემოსავალი წელიწადში 107 მილიონ ევრომდე გაზარდა. როგორც ირკვევა, ამ თანხის 60% ხელფასი, ხოლო 40% ინდივიდუალური სპონსორული შემოსავლებია.

მეორე ადგილზეა არგენტინელი მეგავარსკვლავი ლეო მესი, რომელმაც ასევე სენსაციურად გამოიცვალა კლუბი — „ბარსელონადან“ „პარი სენ ჟერმენში“ გადავიდა. მესის შემოსავალი 94 მილიონი ევრო ყოფილა.

ეპოქის ორ უდიდეს ფეხბურთელს კი სხვა ვარსკვლავები მოსდევენ: ნეიმარი (81 მილიონი €), კილიან მბაპე (37 მილიონი €), მოჰამედ სალაჰი (35 მილიონი €) და სხვები.