See the source image20 სექტემბერი ესპანელი ჩოგბურთელის, ფელიციანო ლოპესის დაბადების დღეა. მას 40 წელი შეუსრულდა და შეიქნა მესამე ჩოგბურთელი მოქმედთაგან, ვინც რეიტინგის პირველ ორასეულშია.

სადღეისოდ ლოპესს 110-ე საფეხური უკავია. „ბებერთაგან“ საუკეთესო, რა თქმა უნდა, როჯერ ფედერერია. 40 წლის შვეიცარიელი ამჟამად რეიტინგში მეშვიდეა.

ხორვატი ივო კარლოვიჩი სულაც 42 წლისაა, რეიტინგის 200-ეულში ბოლოა და ჯერ ჩოგნის დაშალითებას არ აპირებს.

რაც შეეხება ფელიციანო ლოპესს, ივნისში მალიორკას ტურნირზე რუსი კარენ ხაჩანოვი რომ დაამარცხა, ეს მოგება კარიერაში მე-500 იყო. ასეთი რამ კი მოქმედთაგან სულ 10-ს მოუხერხებია.