
რუსეთის ფარიკაობის ფედერაციამ დასტური მისცა არინა კორნეევას საქართველოს ნაკრებში გადასვლას.
25 წლის სპორტსმენი რუსეთის სპორტის ოსტატია და კარიერულ მონაგარში ევროპის კადეტთა ჩემპიონატის ვერცხლის მედლის გარდა სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებზე მოპოვებული ტიტულებიც მოეძევება.
შეგახსენებთ, რომ არინა პირველი სპორტსმენი არაა, ვინც სპორტული მოქალაქეობა საქართველოს სასარგებლოდ შეიცვალა.
სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს სახელით ასპარეზობის სურვილი გამოთქვა ფიგურულად მოციგურავე ანასტასია გუბანოვამ.
ის ერთეულთა თანრიგში სრიალებს, რუსეთის ნაკრების ყოფილი წევრია და უახლოეს ტურნირებზე ხუთჯვრიანი დროშით წარსდგება.





