ყოფილი ესპანელი მსაჯი იტურალდე გონსალესი დარწმუნებულია, რომ გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიასა“ და „რეალის“ შეხვედრაში, რეფერის მადრიდელთა ბრაზილიელი ვარსკვლავი კაზემირო მოედნიდან უნდა გაეძევებინა.

„რეალმა“ „მესტალიაზე“ დიდებულად შემოატრიალა თამაში, 0:1-ს აგებდა და ბოლო წუთებში ორი გოლი გაიტანა.

ეპიზოდი, რომელსაც იტურალდე გონსალესმა ყურადღება მიაქცია, ჯერ კიდევ 0:0-ის დროს იყო და ვინ იცის, მსაჯს ბრაზილიელი ნახევარმცველი მართლა წითელი ბარათით რომ დაესაჯა, საბოლოო ანგარიშიც სხვა ყოფილიყო.

კაზემიროსა და მაქსი გომესის ეპიზოდში, შეხვედრის არბიტრმა პაბლო გონსალეს ფუერტესმა „რეალის“ ნახევარმცველს ყვითელი ბარათი აკმარა, რასაც, იტურალდე გონსალესი შეცდომად მიიჩნევს.

„კარუსელ დეპორტივოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში მან თქვა: „ჩემი აზრით დარღვევა წითელ ბარათს იმსახურებდა. შეგახსენებთ, რომ განზრახვას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია როგორ შეასრულე. კაზემირო სერიოზული უხეშობისთვის უნდა გაეძევებინათ“.

ეპიზოდი VAR-ზე შეამოწმეს, მაგრამ მიიჩნიეს, რომ პაბლო გონსალეს ფუერტესს არაფერი შეშლია.