Jamie Carragher to take part in Celebrity Gogglebox new series - Liverpool  Echoინგლისური „ლივერპულის“ ყოფილმა მცველმა ჯეიმი კარაგერმა საკმაოდ ვრცელი ინტერვიუს უდიდესი ნაწილი მოჰამედ სალაჰს დაუთმო.

„როცა „ლივერპულის“ ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეულზე ფიქრობ, არიან ფეხბურთელები, რომლებზეც შეგიძლია თქვა: „ეს მისი ადგილია!“ ვინ? ალან ჰანსენი, გრემ სუნესი, ჯონ ბარნსი, სტივენ ჯერარდი, იან რაში და კენი დალგლიში. ამ ფეხბურთელებს თავიან პოზიციებზე იდეალურ 11-ეულში ადგილს ვერავინ შეეცილება.

და როცა შეტევის მარჯვენა ფლანგზე ვფიქრობ, ვინ, თუ არა მო სალაჰი?! ამაზე არც უნდა ვიკამათოთ.

Mohamed Salah: Liverpool forward playing with 'different' approach and will  only get better | Football News | Sky Sportsროცა 30 წლის და უფრო ასაკოვან ფეხბურთელებზე ვსაუბრობთ, მაგალითად კრიშტიანუ რონალდუ მოგვყავს. პორტუგალიელი ნამდვილი მანქანაა და ყველაზე უკეთ უვლის სხეულს, ფიქრობს ფუზიკურ კონდიციებზე, რომ იდეალური იყოს. სალაჰი კი არანაკლები პროფესიონალია, ვიდრე რონალდუ. მას კარიერის კიდევ ბევრი წელი აქვს წინ და იმედი მაქვს, „ლივერპულთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს.

ასეთ სიტუაციაში, ბუნებრივია, ფეხბურთელი ცოტა მეტს ითხოვს, კლუბი კი ცოტა ნაკლებს სთავაზობს. ვფიქრობ, „ლივერპულმა“ უნდა გადაიხადოს – ჩვენ მო სალაჰი ძალიან გვჭირდება,” – ეს ჯეიმი კარაგერის სიტყვებია.