26 წლის ინგლისელი თავდამსხმელი რაჰიმ სტერლინგი ზაფხულში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი იყო. ამის მიუხედავად, ის „მანჩესტერ სიტის“ სასტარტო შემადგენლობაში ფაქტობრივად ვერ ხვდება — მიმდინარე სეზონში, მხოლოდ პირველ ტურში იყო იმ თერთმეტ ფეხბურთელს შორის, რომლებმაც თამაში დაიწყეს.

„ქალაქელთა“ მწვრთნელი პეპ გვარდიოლა სტერლინგზე მეტად ახალნაყიდ ჯეკ გრილიშს, ესპანელ ფერან ტორესსა და გაბრიელ ჟესუსს ენდობა.

სტერლინგის მდგომარეობამ ბუნებრივად გააჩინა ეჭვი მისი შესაძლო ტრანსფერის შესახებ.

დაირხა ხმა, რომ საახალწლოდ ინგლისელი შეიძლება ახალ კლუბში გადავიდეს და ამ კლუბს ასახელებენ კიდეც.

ესპანური გაზეთების ინფორმაციით ლაპარაკია „ბარსელონაზე“, რომელსაც რთული ფინანსური მდგომარეობის მიუხედავად უკვე გამოუჩენია ინტერესი.

ესპანური მას მედიის ეს ცნობა გერმანულმა „შპორტ ბილდმაც“ გადაბეჭდა.

თუ ეს ცნობა მართალია, შესაძლოა თამაშს მოწყურებული სტერლინგი „ეტიჰედიდან“ „კამპ ნოუზე“ გადასვლით მართლაც დაინტერესდეს.